Brainbench - ონლაინ სერტიფიცირების ლიდერია. მის სერტიფიკატებს აღიარებს მსოფლიოს წამყვანი კომპანიების უმრავლესობა. Brainbench-ი ამ სფეროში ერთადერთი კომპანიაა , რომელმას მიიღო ISO 9001 სერტიფიკატი. ეს სერთიფიკატი ადასტურებს Brainbench -ის ტესტირების მაღალ დონეს.
ამჟამად Brainbench -ში 600 - ზე მეტი ტესტია: არის ტესტები ფინანსებში, მენეჯმენტში, მედიცინაში, მრეწველობასა და ვაჭრობაში, უცხო ენებში, მაგრამ ტესტების უმრავლესობა ეხება კომპიუტერულ პროგრამებსა და ტექნოლოგიებს (Windows, Word, Excel, Internet Explorer, Netscape, Photoshop, Corel, PowerPoint, FrontPage, HTML, Java, Oracle, Linux, TCP/IP, ASP, C/C++, Cisco, Internet Security...).
ამჟამად ტესტების უმეტესობა ფასიანი ($49.95) გახდა. ამ ფასში შედის სახელობითი სერტიფიკატის დამზადება და გამოგზავნა. აგრეთვე არის უფასო ტესტები, მათ შორის არის Photoshop–ი, MS Office და სხვა მრავალი. ამის გარდა, ყველა ახალი ტესტსი პირველი 500 ჩამბარებლისთვის უფასოა. ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ქაღალდის სერტიფიკატი ($14.95). არსებობს კიდევ ერთი სახის სერტიფიკატი, ვირტუალური. იგი წარმოადგენს ვებ-გვერდს ინტერნეტში, სადაც ჩამოთვლილია თქვენს მიერ ჩაბარებული ტესტების სია. ამ გვერდის მისამართი თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ თქვენს ვაკანტორს.
იმისათვის რომ ჩააბაროთ გამოცდა და მიიღოთ სერტიფიკატი, თქვენ, უპირველეს ყოვლისა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. შეხვიდეთ Brainbench -ის გვერდზე "Test Center" და ჩააბაროთ თქვენთვის სასურველი ტესტი. ძირითადი ტესტის დაწყების წინ შეგიძლიათ გაიაროთ საცდელი ტესტი. ძირითადი ტესტი შედგება 40 კითხვისგან, თითოეულზე პასუხისთვის გეძლევათ 2-3 წუთი. ტესტის დამთავრებისას თქვენი ცოდნა შეფასდება 1-დან 5-ქულამდე. სერტიფიკატისთვის საჭიროა მიიღოთ მინიმუმ 2.75 ქულა. თუ 4.00 ქულაზე მეტს მიიღებთ, დაიმსახურებთ "მასტერ" -ის ხარისხის სერტიფიკატს. ხოლო, თუ პირველივე ცდაზე ვერ ჩააბარებთ, გულს ნუ გაიტეხთ, თქვენ იმდენჯერ შეგიძლიათ ცადოთ, რამდენჯერაც გნებავთ. ცადეთ, სამუშაოს მოძებნაში ასეთი სერტიფიცატი ნამდვილად დაგეხმარებათ.
 

რეგისტრაცია

 
 

Rambler's Top100

 

 << BEST GAMES >>